უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს რუსეთის შესაჩერებლად.
მან დაწერა:
"მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ევროპის და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია.
სამოქმედო გეგმა:
- დამანგრეველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახლავე! SWIFT-ის ჩათვლით;
- რუსეთის სრული იზოლაცია ყველა ფორმატში;
- იარაღის და აღჭურვილობის მიწოდება უკრაინისთვის;
- ფინანსური დახმარება;
- ჰუმანიტარული დახმარება".
The world must act immediately. Future of Europe & the world is at stake. To do list:
1. Devastating sanctions on Russia NOW, including SWIFT
2. Fully isolate Russia by all means, in all formats
3. Weapons, equipment for Ukraine
4. Financial assistance
5. Humanitarian assistance
ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო.
ჟურნალისტების ცნობით, რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული ჯარები ხარკოვში შედიან.
გერაშჩენკომ ასევე განაცხადა, რომ კიევთან ახლოს, ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. მისივე თქმით, დნიპროს მერმა აცნობა, რომ აფეთქებების ხმა ისმის.
აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის სხვა ქალაქებშიც.
CNN-ის ჟურნალისტები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა კიევში, ხარკოვში, კრამატორსკში, მარიუპოლში, ოდესაში, ოდესაში, ზაპოროჟიაში.